„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„თუ ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ვინმე უნდა შემოვიდეს, მას აქვს ამის კანონიერი შესაძებლობა, რომ გამონაკლისი დაუშვას, მაგრამ ეს მან უნდა დაასაბუთოს რატომ აკეთებს. რას იღებს საქართველო იმით, რომ შემოუშვას ლავროვი და საერთაშორისო ვალდებულება არ არის აქ საპირწონე. საერთაშორისო ვალდებულება არის ღრმად ცერემონიალური, ის სანქციაც იყო ფორმალური და საქართველო ამით არ დაზარალებულა.
ჩვენ საზღვარზე ვერ დავდგებით და ლავროვის ჩამოსვლის პრევენციას ასე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ფეხქვეშ მიწა დაეწვება ყველას, ვინც ამას გააკეთებს და ასევე რუსეთის დელეგაციამაც უნდა იცოდეს, რომ აქ მას დახვდება ძალიან კატეგორიული, აგრესიული, მაგრამ კანონის ფარგლებში არსებული შეხვედრა რეალურად ქართულ საზოგადოებასთან და არა ივანიშვილის ჯამბაზებთან.
წარმოგიდგენიათ, ხვალ რომ უკრაინა გახდება ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ლავროვი ჩავიდეს და ფიანდაზად დაეფინოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა?! მართლა გულისამრევი უთავმოყვარეობაა. სალომე ზურაბიშვილი ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც, რუსულადაც და ძველ ქართულადაც”
კომენტარები