,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,იცით რა მაინტერესებს, ზურაბიშვილი რომ მოქალაქეობას შეუწყვეტს ფარცხალაძეს (და ამის მოთხოვნა სამართლიანი და კანონიერი არგუმენტებით ხდება ნამდვილად), მერე რა გვგონია, რა მოხდება? რამე გამარჯვების დიდი ზეიმი? რავი, ხელი მოძვრება ფარცხალაძეს, ფეხი თუ თავი? ყველაზე კარგი ლაკმუსის ქაღალდი ჩემთვის ისაა, რომ ქართული ოცნება ასევე თავდაუზოგავად მოითხოვს მისთვის მოქალაქეობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებისგან ფარცხალაძის დაპატიმრებას და ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის გასამართლებას უნდა ვითხოვდეთ. რა თქმა უნდა, ამას არავინ გააკეთებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უარიც პასუხია, ზოგჯერ – უფრო მნიშვნელოვანი. ეს ზუსტად ის “ზოგჯერაა”: უარი ფარცხალაძის გასამართლებაზე ქართული ოცნებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. ისევე, როგორც, ნათია თურნავასთვის ყოველი დღე, როცა ის მის ერთპიროვნულ, უკანონო და ანტიდასავლურ გადაწყვეტილებას არ აუქმებს, აახლოვებს მას პერსონალურ სანქციებთან. და არა მხოლოდ მას.
ps გადაადგილების თავისუფლება, რომელსაც ფარცხალაძეს ქართული პასპორტი ანიჭებს, ფორმალურად სწორი არგუმენტია. მაგრამ, ამერიკის მიერ ეფესბეს აგენტად გამოცხადებული და ამის გამო დასანქცირებული კაცის ევროპულ დემოკრატიებში მოგზაურობა არ მგონია დიდად რეალისტურად გამოიყურებოდეს.”
კომენტარები