საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით, დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი წერილი არ მომზადებულა, კატეგორიულად უარვყოფთ“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მანამდე, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის კლინიკაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას, მანანა არჩვაძე სრულ იზოლაციაში ამყოფებს. ანა ჯაბაურის უფლებადამცველის თქმით, კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ არ დაუშვა ანა ჯაბაური ცოტნესთან.
ადვოკატის განცხადების მიხედვით, კლინიკა მიზეზად საქართველოს პრეზიდენტის წერილს ასახელებს.
შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი ეკუთვნის ცოტნეს მეუღლეს, რომლის წარმომადგენელიც ამ ინფორმაციას ავრცელებდა დღეს.
გაავრცელა თუ არა ფეიკ ნიუსი ცოტნეს მეუღლის ადვოკატმა – იმედია, მალე შევიტყობთ.
კომენტარები