პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“მე სალომე ზურაბიშვილის ადგილზე შევიტანდი საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრ-სარჩელს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ანტი-კონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს. მაგალითად, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან მეორე ინსტიტუტის მიმართ და ირღვევა შესაბამისი ბალანსის პრინციპი.
მინიმუმ უნდა იყოს ნათქვამი, რომ ასეთი ბლოკირების შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს საფუძვლები და პრეზიდენტს ჰქონდეს მათი გასაჩივრების საშუალება.”
კომენტარები