საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში ეხმაურება და ამბობს:
“ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სრულიად საქართველოს მიმართა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლაზე რეაქციას პოლიტიკურ გარემოებებსა და საზოგადოებრივ წრეებში, მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ”.
ზურაბიშვილი პარლამენტში კასიანოვთან ერთად შევიდა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილი ინსტიტუტების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
კომენტარები