საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა:
“არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს ვაჟკაცობად განხილული. რა თქმა უნდა, მსგავს ინტერპრეტაციას ვერ დავეთანხმები არც ერთ, არც ჯგუფურ ვაჟკაცობას არ შეეფერება ძალადობა და რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას. რადგან შესაძლებელია, რომ არასწორად გაგებული ან ინტერპრეტირებული იყოს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, არანაირ ძალადობა არ არის ვაჟკაცობა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯგუფური ძალადობა ვაჟკაცობა არაა და “ვაჟკაცობა ვიცი მე ერთი-ერთზე”
კომენტარები