პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
“ხელისუფლებამ თავისი თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ახლა მას ერთი მიმართულებითაც მძიმე გადაწყვეტილება აქვს მისაღები და მეორე მიმართულებითაც, ან არც მეტი არც ნაკლები, უნდა დააპატიმრონ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, 9-დან 12 წლამდეა ეს მუხლი, ან უნდა დააპატიმროს, ან უნდა თქვა,ს უი, შემეშალა. ასეთ მდგომარეობაში რომ მიიყვანა საკუთარი თავი, ვნახოთ, დასავლური სიო, სალომე ზურაბიშვილს რომ სერიოზულად ჩამობერავს ხოლმე…
პოლიტიკის ანაბანაა, სალომე ზურაბიშვილს, რა ვალიც უნდა ჰქონოდა ქართული ოცნების მიმართ, გარკვეული დროის მერე, ასეთ ნდობადაკარგულ ხელისუფლებას, რატომ უნდა ჩაყვეს საკუთარი უნდობლობით… უნდა თავი გადაირჩინოს… აბა, შარშან და შარშანწინ ვერ ხედავდა? ეს არის პოლიტიკური კალკულაცია…
გიორგი მარგველაშვილი მაშინვე მიხვდა ჯიბის პრეზიდენტობას რომ უპირებდა ბიძინა ივანიშვილი, და არჩევიდან 2 თვეში დაუპირისპირდა… სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ მის მიმართ ნდობა არც ხელისუფლებას აქვს, უმადურად მიიჩნევენ და არც ოპოზიციას. პრეზიდნეტად მუშაობს ისე, რომ მას არ მოუგია… სალომე ზურაბიშვილი ეწერა ბილბორდზე და ეხატა ივანიშვილი… შეურაცხმყოფელი იყო მისთვის გაპრეზიდენტება, მაგრამ აიტანა და 3 წლის თავზე დაიწყო ნელ-ნელა ცვლილებები.
არსებითია ის, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე არიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ეს არ არის ნახელისუფრალი პარტია და მათ მიმართ ვერ დაიწყება, აბა, იმ საქმეზე და ამ საქმეზე მტყუანი იყო… ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორება.
მეორე – “ლელოს” ფაქტორი შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო მნიშვნელოვანი. შარლ მიშელი, ჰარცელი, დეგნანი და უამრავი სხვა ადამიანი ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ახლა მიშელიც პერსონალურადაც და პოლიტიკურადაც არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ანგარიშვალდებული და ეს კიდევ უფრო ურთულებს ივანიშვილს ამოცანას.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმემ ხელისუფლებას, შესაძლოა, გაცილებით იმაზე მძიმედ დაარტყას, ვიდრე ყველა იმ საქმემ რაც აქამდე იყო.”
კომენტარები