პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია, “ტვ პირველთან”, სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსების შეხვედრაზე საუბრისას, ამბობს:
“აპრიორი უნდა სცადო ადამიანმა, რომ შანსი გამოიყენო. ოღონდ, ამ ყველაფერს აკეთებ მაშინ, თუ ეს ყველაფერი არ არის დეკორაცია და სიმულაცია. მე ვუყურე თქვენ არხზე ვუყურე საინფორმაციოს, დაიწყო შერიგების დიდი პროცესიო და იქვე გამოდის კობახიძე, რომელიც იძახის საპირისპირო გზავნილს. კობახიძეს აქვს ძალაუფლება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შეწყალება, რაზეც ნათქვამი აქვს, რომ არასოდეს ამას არ იზამს და გავიგე, რომ დღეს თქვა, გამორიცხული არაფერია, ოღონდ, კობახიძეს და ივანიშვილს შეუძლიათ კიდევ დაჭერა, იქვე. შეწყალებაც ხომ უბრალოდ კომპონენტია იმის, რომელიც შეიძლება გამოიყენო, თუ პოლიტიკური ნება არსებობს. ვისაც ძალა აქვს, იქ უნდა არსებობდეს ნება. თუ ვცდები პროგნოზებში და აღმოჩნდება, რომ მისი განაცხადი და შემდეგი ნაბიჯები არის კავშირში ერთმანეთთან და მას აქვს რამე ინსტრუმენტრი რაც არ ვიცი, მხოლოდ გამიხარდება.”
კომენტარები