ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ქადაგიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მისი მეუღლის ყოფილი თანაგუნდელების და მეგობრების – ხათუნა გოგორიშვილის და გია ბარამიძის შესახებ საუბრობს.
„ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, როგორც კი დაინახეს რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო, ამ გზიდან აღარ გადაუხვევიათ. თვითონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ.
ადრე ზურას გვერდით იყვნენ და მის გზას მიჰყვებოდნენ, მერე მიშას გვერდით ყოფნამ მოუწიათ. ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური ღირებულება მათ არ გააჩნიათ. ახლა რამდენიც უნდა იხმაურონ, თუნდაც კივილით შეცვივდნენ სადმე, ვერაფერს მიაღწევენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება“, – ამბობს ნინო ქადაგიძე.
კომენტარები