პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ადამიანურადაა შემაძრწუნებელი, ის რაც მოხდა ლექსოს გარდაცვალების შემდეგ. ერთი უბედურებაა ის, რაც მოხდა, გარდაცვალება და კარგი, შეიძლება თქვას ხელისუფლებამ, რომ მისი სიკვდილი არ უნდოდათ და ამის ნამდვილად მჯერა, არ აწყობდათ მისი სიკვდილი, ცემა ნამდვილად უნდოდათ ყველა თქვენგანის, მაგრამ სიკვდილი ნამდვილად არ უნდოდათ, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მაგრამ… ის რაც მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ… დედაჩემი ცუდად გახდა, როცა ნახა როგორ მოარბენინებდნენ გარდაცვლილის სხეულს ცელოფნის პარკით. ეს იყო შემზარავი და უკვე გაჩნდა კითხვის ნიშანი – რა ხდება? რატომ ასეთი სისწრაფე? რატომ დედისგან გამოგლეჯა? მოპარეს, ჯერ მოუკლეს, მერე მოპარეს.
ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის ტრაგედიის შემდეგ. მე მაქვს ამის მორალური უფლბა რომ ვთქვა, ბევრმა იცის, ჩემი პოზიცია როგორი იყო გუნდში გირგვლიანთან დაკავშირებით, იყო კატეგორიულად მიუღებელი, ლამის მას დააბრალეს მერე ის, რაც მოხდა. ახლაც ზუსტად იგივე ხდება.
სხვის შეცდომებზე რომ მაინც ისწავლოთ ხელისუფლებავ, ეს მაინც გააკეთეთ, ნუ დაკარგავთ სახეს და ადამიანობას.
თუ ეს ამ ხელისუფლებას შერჩება, ყველა ოჯახში მივლენ!”
კომენტარები