აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
„მონათ მუნათი
—————-
ისტორიული წიგნები, ბიბლიის არ იყოს, წასაკითხად მარტივია; ბევრი კითხულობს ამიტომ. რაც შეეხება გააზრებას …
ზოგადად, დამპყრობლები, დაპყრობითი ომების მწვავე სტადიის ჩამთავრების შემდეგ, არ ეხებოდნენ და პირიქით, გამორჩეულად დაცულ, პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდნენ დაპყრობილი ერების ორ კასტას: დიდგვაროვანთა ელიტას და სასულიერო სექტორს. შესაბამისად, მათგან გარანტირებული ჰქონდათ ლოიალობა, მორჩილება და დაპყრობილთა სრული და უპირობო კონტროლი მინიმალური სამხედრო ძალისხმევით.
ზუსტად იგივეს აკეთებდა და აკეთებს რუსეთის იმპერიაც დაპყრობილი ერების მიმართ.
შესაბამისად:
არც აბაზი, არც შაური და არც მანათი,
გროშიც კი არ ღირს,
უსირცხვილო მონათ მუნათი.“
კომენტარები