სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ საერთოდ აღარ ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ სივრცეს და გასაგებია, რატომ. მძიმე საყურებელია როგორ დაავიწყდა ყველას ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ის ხდება, რაც ამ მოლაპარაკებების ყველაზე ცუდი დასასრული იქნებოდა: ოპოზიციის დანაწევრება და უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში დატოვებულ ხალხსა და ოპოზიციას შორის კავშირების ჩამოშლა. ბიძინას გეგმა კი მარტივია: 1. დაყავი და იბატონე-პარლამენტში შესულების დისკრედიტაცია და ქუჩაში დარჩენილების მარგინალიზაცია, ამასობაში გახარიას პოლიტიკური პროექტის გამოგორება. 2. სანახაობა პურის ნაცვლად, ერთმანეთზე გადაკიდებული ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური შოუს მასალისთვის, მშვენიერია. ამ გეგმას ასრულებს. ვის და რის გამო მოხდა ესე, აღარაა საინტერესო, რადგან ამით არაფერი იცვლება. ვუსმენდი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების დებატებს და ვფიქრობდი, რა კმაყოფილია ოცნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ვინ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას და ვინ არა, ყველა ერთად შევეცადოთ, რომ მისი პირობები-პატიმრების გათავისუფლებით დაწყებული, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს და შიდა ოპოზიციური დაპირსპირება ამოიწუროს. ჩასაფრებულის პოზიციიდან ყურება მხოლოდ ოცნებას აძლიერებს, არავის სხვას. არანაირი უკეთესი შანსი დღეს, არც პატიმრების გათავისუფლების, არც რაიმეს შეცვლის ამ ქვეყანაში არ არსებობს. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ესაა ფაქტი. მარტო, ვერავინ, და ვიმეორებ, ვერავინ მოერევა ივანიშვილს. ოპოზიციამ სწრაფად უნდა მოიშუშოს ამ განხეთქილების იარები და გაერთიანდეს ადგილობრივი არჩევნებისთვის მოსამზადებლად.”
კომენტარები