ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ვებინარზე დასმულ შეკითხვას, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის კომენტართან დაკავშირებით, თქვა: .
“ზუსტად ვერ გავიგე პრემიერმინისტრის სიტყვები. მაგრამ მე არ მიკვირს პრემიერმინისტრის რეაქცია ევროპარლამენტის კრიტიკულ შენიშვნებზე. ეს ისაა, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ. ყველაფრის ბრიუსელზე დაბრალება, ეს ევროკავშირშიც პოპულარულია.”
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა განაცხადა: “მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს”
კომენტარები