ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ოცნების” საბედნიეროდ, დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია ანუ (როგორც გოკა გაბაშვილის მამამ, კოტე გაბაშვილმა უწოდა) `ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალბატონი`. …….. ევროპულად `ფრთხილი და ფაქიზი` მენტალობის მატარებელი ქალი.
მე ზუსტად ვიცი: 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი წყვეტდა საკითხს, ვისზე გაეკეთებინა აქცენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, გარემოცვის ნაწილი მას ნინო ბურჯანაძეს სთავაზობდა (კი, კი, ასე იყო, მერწმუნეთ!) მაგრამ `რესპუბლიკელები` და `ალასანია`, რა თქმა უნდა წავიდნენ სასტიკი წინააღმდეგნი;
ამიტომ აქცენტი იმ დროს მარგველაშვილზე გაკეთდა.
მარგველაშვილს მოჰყვა სალომე ზურაბიშვილი.
ჰოდა….მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: თუ წარმოვიდგენთ თეორიულ ალბათობას და კვლავ მივმართავთ მოდელირებას, დღეს რომ პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე იყოს მისი სუფთად `ქართული მენტალობით` (თანაც `ქართული ქალური მენტალობით`!), ის `ოცნების` პირველი როყიო განცხადებისთანავე მის მიმართ, ერთი წამით (!) არ დაფიქრდებოდა და მორიგი რევოლუციის ქარცეცხლში თავდავიწყებით გადაეშვებოდა – მიშასადმი წარსული წყენების მიუხედავად
კი, ნამდვილად ასეა.
ბევრმა არ იცის, რომ ნინომ, სინამდვილეში, ედუარდ შევარდნაძეს ის ანეგდოტი არ აპატია, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ წალენჯიხაში, საარჩევნო მიტინგზე თქვა 2003 წელს.
და მართალიც იყო, რომ არ აპატია: არ შეიძლებოდა ქალზე ასეთი რამის თქმა!
აღარ დავაკონკრეტებ რასაკვირველია.
დათო
ისტორიის G.I.
P.S ამ ორი მშვენიერი ქალბატონის უნებლიე `შედარებითი დახასიათება` უბრალოდ `სიტყვამ მოიტანა.”
კომენტარები