ტვ პირველის დირექტორი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში წერს ავთო წერეთელზე, რომელიც დღეს უგონო მდგომარეობაში იპოვნა შვილმა და კლინიკაში გადაიყვანეს:
“სასამართლოები, დაკითხვები, ამ ასაკის კაცის წინ და უკან ტარება პროკურატურასა და სასამართლოებში, მრავალსაათიანი და ყოველდღიური დაკითხვები, როგორც ბნელ კომუნისტურ რეჟიმში.. საქმეზე, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული???. Vato Tsereteli -ერთად გადავიტანთ და ერთად გავუძლებთ ✌️მე და შენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ავთოს დაჭერის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ ტვ ,,პირველს,, უკავშირდება”
კომენტარები