ბახმაროში ზვავი ჩამოწვა და სახლები დაანგრია. ჩახერგილია საავტომობილო გზები. გურია ნიუსის გავრცელებული ინფორმაციით, 20–მდე სახლია განადგურებული.
ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძე “გურია ნიუსთან” ამბობს:
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაზიანდა, რამდენი დაზიანდა, არ გაგვაჩნია. გზა რომ გაიწმინდება ავალთ და გაგაგებინებთ.
გზის გამო ჯერ ვერ ავედი. რა ადგილას არის ზუსტად მომხდარი ეს სტიქია და ვისი ქონება არის დაზიანებული, ჯერ პირადად, არ ვიცი. კიდევ გიმეორებთ, გაიწმინდება გზა, ავალთ, ვნახავთ და იმის მიხედვით უკვე გადაწყდება. მოგეხსენებათ, ბახმაროს ტერიტორიაზე ბევრი უკანონო მშენებლობის ფაქტებია. ჯერ აღრიცხვა არ მომხდარა, რა დაზიანდა. გადაწყვეტილებებს ცენტრალური ადგილობრივი ხელისუფლება აღრიცხვის შემდეგ მიიღებს. ის, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცამ დადო რაღაც ფოტო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლები დაზიანდა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჯერ დასადგენია კანონიერად რეგისტრირებული სახლი დაზიანდა მშენებლობის ნებართვიან მიწაზე, თუ სახელმწიფოსგან მიტაცებულ მიწაზე რაღაც ფარდული”.
კომენტარები