ენმ–ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:
ზვიად გამსახურდიას მიმართვა უკრაინაში მცხოვრები ქართველებისადმი
ძვირფასო თანამემამულენო!
რამდენიმე დღის შემდეგ მონაწილეობას მიიღებთ უკრაინის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაში.
1 დეკემბერს მანდ გაიმართება რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები და საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ აქტისადმი დამოუკიდებლობის თაობაზე.
უკრაინა, რომელმაც შეგიფარათ თავის ბარაქიან მიწაზე, მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის გზას და თანამიმდევრულად იბრძვის თავისუფლებისათვის, სუვერენული საქართველოს ხელმძღვანელობა და ხალხი მხარს უჭერენ მოძმე უკრაინელი ხალხის მისწრაფებას მიაღწიოს საუკუნოვან ოცნებას-თავისი ქვეყნის თავისუფლებას და არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმასახიერებელი ამ ოცნების ახდომას ადამიანების უდრეკ ნებასა და ნათელ მისწრაფებებს რომ აერთიანებს.
1 დეკემბერს თქვენ მიხვალთ ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან.გახსოვდეთ, თუ რა პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ამ დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს თავისუფალი უკრაინის ბედი და მომავალი.
მოგიწოდებთ, მოახდინოთ სწორი, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი შვილების ღირსი არჩევანი, ხალხისა,რომელიც ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას, უსაზღვროდ ერთგულობს მის იდეალებს, მზად არის გაიღოს ყოველგვარი მსხვერპლი მისი გულისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი.1991 წლის 23 ნოემბერი”
კომენტარები