ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
5 წლის წინ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას თხოვნის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის 16 ტომიანი გამოძიების მასალები, ვინაიდან, ცოტნე აცხადებდა, რომ ჰქონდა ეჭვი, რომ საქმის გამოძიება ხელოვნურად ფერხდებოდა.
შესწავლის შედეგები, რაც 2018 წლის დეკემბერში გამოვაქვეყნეთ, ძალიან სამწუხარო იყო. მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ პრეზიდენტის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე არ ჩატარებულა არც ერთი დროული საგამოძიებო მოქმედება (ექსპერტიზა, მტკიცებულებების ამოღება, დაკითხვა, დათვალიერება და სხვ.), რაც საჭიროა და აუცილებელია დანაშაულის გასახსნელად. გამოძება ასევე არ დაწყებულა განზრახ გამოძების ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურების და გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური მოტივებით ზეგავლენის დადგენის მიზნით.
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და ალბათ, ყველაზე სწორი იქნება გავიხსენოთ, რომ მისი დანაშაულებრივი გზით დამხობის, დევნის, შესაძლო მკვლელობის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად არაფერი გაკეთებულა.
მეტი ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ აქ:
კომენტარები