“ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
“დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში ზვიად გამსახურდიაზე კომუნისტური პარტია იცით რა კომპრომატს დებდა? – ციხეში წამებას ვერ გაუძლო და მონანიების ვიდეო ჩავაწერინეთო, ამიტომ არაა ეგ კაცი თავდადებული გმირი და ისევ ჩვენ მოგვეცით ხმაო, კომუნისტებსო – აი იმ ჯალათებს, ვინც ზვიადი დავიჭირეთ, ვაწამეთ და ვაიძულეთ მონანიების ვიდეო ჩაეწერაო:
ხვდებით ხო ცინიზმის მასშტაბს?:დ
არაა ეგ კაცი უმწიკვლო, ჩვენი დედამო@@ნული სისტემის პრესს ვერ გაუძლოო და ამიტომ ჩვენ უკეთესები ვართო:
ქოცები ცარიელ ადგილზე კი არ გაჩენილან – მაგათი შვილები და შვილიშვილები არიან, ნომენკლატურის კომუნისტების – ოკუპანტთან კოლაბორაციის გამოცდილებაც აქვთ მრავალსაუკუნოვანი:
1990 წელს საზოგადოებამ არ დაუჯერა კომუნისტებს და გამსახურდიას მისცა ხმა, ასე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ეს მონაპოვარი ზუსტად იმდენად ძვირფასია, რა ფასსაც მასში დღემდე ვიხდით”
კომენტარები