ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია.
მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა.
ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ.
წყარო – ბათუმელები
ამ დროისათვის, არც ვრცელდება გადარჩენილი ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზე, თუმცა, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი არ ადასტურებს და ამბობს, რომ დილიდან იქ არის და გარდაცვლილის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.
კომენტარები