ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:
“1991 წელს, 22 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, დამიძახა ზვიად გამსახურდიამ და მთხოვა, დამებეჭდა პატრიარქთან გასაგზავნი წერილი.
მან ასეთი ტექსტი მიკარნახა: ” ქაშუეთის წიმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაიკავეს შეიარაღებულმა ბანდებმა, ეკლესიაში შეტანილია ქვემეხები და ასაფეთქებელი მასალა. გთხოვთ, მოხვიდეთ და იხსნათ ქაშუეთის ეკლესია განადგურებისგან” პატივისცემით საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
რამდენიმე საათში მოვიდა პასუხი საპატრიარქოდან -პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვაო.
მას მერე 30 წელი გავიდა. ამ ხნის განავლობაში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური ვითარების შესაბამისად იცვლებოდა. ის შესანიშნავად გრძნობდა თავს, როდესაც შევარდნაძესა და ჯაბას ნათლავდა, ივანიშვილსა და მის ყმას-ღარიბაშვილს ხვდებოდა, როცა დადიოდა ბათიაშვილისა და უცნობის სანახავად ხან ციხეში და ხან გალიაში.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთი თანაგრძნობის სიტყვაც კი არ წამოსცდენია, დღეს მან უარი განაცხადა მიშას ოჯახთან შეხვედრაზე ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით.
ჰოდა, მეტის ღირსი ხარ, მიშა, მეტის! ამათ რომ მიაშავე პრადოს ჯიპები და ბევრი ფული. და კიდევ ამათი იმედი რომ გაქვს. ეს იგივეა, მოსკოვის კაგებეს სთხოვდე დახმარებას.”
კომენტარები